ბავშვები ციფრულ სამყაროში
თანამედროვე
მსოფლიოში ციფრული სამყარო უფრო და უფრო მყარად იდგამს ფესვებს. იცვლება თაობები და
იმატებს მილენიალებისა და X თაობის ციფრული სამყაროს გამოყენების მატების პროცესი.
ციფრული ტექნიკა, სმარტფონები, კომპიუტერები და ტაბლეტები კი მედიის მოხმარების მთვარ
მედიატორებად იქცნენ. კვლევებმა ცხადყო, რომ ციფრული სამყაროს მომავალი მომდევნო დიდი
მოვლენა იქნება ჩვენს პლანეტაზე. და მაინც საით მიექანება ციფრული სამყარო? ფაქტი ერთია,
რომ ციფრული მედიის მოხმარება მნიშვნელოვნად მზარდია, მედიის სხვა წყაროებთნ შედარებით;
იზრდება ციფრული რეკლამირება; არსებობს არაერთი სოციალური ქსელი, Google - ი და სხვა; წარსულს ჩაბარდა ტელევიზიის დიდება, თუმცა
ის აქტუალური იქნება მუდამ. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მომდევნო დიდი მოვლენა იქნება
უფრო დიდი რამ, ვიდრე ჭკვიანი სათვალე ან საათია.
სხვადასხვა
ანგარიშების გაცნობით ვგებულობთ, რომ მსოფლიოში ყოველი მესამე ინტერნეტმომხმარებელი
ბავშვია და მას ციფრულ სამყაროში არსებული საფრთხეებისაგან ვერავის დაიცავს. ადამიანის
ცხოვრება ძალზედ შეცვალა ციფრულმა ტექნოლოგიამ, განსაკუთრებით კი მოზარდის. ხშირად
მიფიქრია, მასზე თუ რას გვიმზადებს მომავალი ამ მიმართულებით. ცნობილია, რომ 15-დან
24 წლამდე ახალგაზრდები ყველაზე მეტად სარგებლობენ ინტერნეტით. ამ ასაკობრივი ჯგუფის
71% თუ ინტერნეტმომხმარებელია, ეს მთელი მსოფლიოს ახალგაზრდების 48%-ია. აქვე ავღნიშნავ,
რომ მსოფლიო ახალგაზრდების 29%- ს დაახლოებით 346 მილიონ ახალგაზრდას ხელი არ მიუწვდება
ინტერნეტზე.
კითხვაზე,
ინტერნეტი ბავშვისათვის ცუდია? არ შეიძლება პასუხი ცალსახად გავცეთ. ვიმედოვნებ, რომ
არა, პირიქით. აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინტერნეტთან
წვდომა ყველა ბავშვს უნდა
ჰქონდეს, რადგან თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი სწავლის, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის
შეუზღუდავი შესაძლებლობაა. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა დადგა და ეს შეუქცევადი პროცესია.
სათნადოდ ფეხის აწყობა უჭირთ რიგ შემთხვევებში მშობლებს. სწორად და მიზანმიმართულად
გამოყენებული ინტერნეტი მნიშვნელოვნად ცვლის იმ ბავშვების ცხოვრებას, რომლებიც იჩაგრებიან
სიღარიბის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის, გეოგრაფიულად
რთულად მისაწვდომ ადგილზე ცხოვრების თუ სხვათა გამო. ციფრულ ტექნოლოგიას კი შეუძლია
მარტივად დააკავშიროს ეს ბავშვები დანარჩენ სამყაროს. ხშირად ინტერნეტი ერთადერთი საშუალებაა
ბავშვისათვის ემიგრაციაში წასული მშობელთან/მშობლებთან კომუნიკაციის. ცალსახაა ინტერნეტის
მოხმარების აუცილებლობა და სიკეთეები, თუმცა არსებობს საფრთხე, რომელიც ემუქრება გლობალურ
ქსელში ჩართულ ბავშვს. დღეს უამრავი მაგალითია
იმისა თუ რა საფრთხე და ტრაგედია შეიძლება მოუტანოს ვიდეოთამაშებმა მოზარდებს.
არაერთია კიბერბულინგის
მსხვერპლი და სხვა არაერთი საფრთხის
ჩამოთვლაა შესაძლებელი. სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ინტერნეტში ბოროტმოქმედები ადვილად ახერხებენ ბავშვებთან
ურთიერთობას, რადგან ანონიმურ პროფილებს ქმნიან. ბავშვი ცუდს არაფერს ფიქრობს და მარტივად
იწყებს ურთიერთობას, ამიტომ ხშირია შემთხვევები როდესაც მათ აიძულებენ სექსუალურ ან
სხვა სახიფათო ურთიერთობებს. ასევე ხშირია
ბავშვების რადიკალიზების მცდელობები, წაქეზება არაჯანსაღი, საშიშიქცევისაკენ. (დიდ
ბრიტანეთში ერთი წლის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 13-დან 17 წლამდე
ასაკის გოგონების მესამედი თანატოლებისაგან ინტერნეტით არასასურველ სექსუალურ შეტყობინებებს
იღებენ, ხოლო ყოველი მეათე - გაუპატიურების მუქარას. ასევე მალაიზიის პოლიციის სტატისტიკით
2015 წელს ინტერნეტში გაცნობის შედეგად გაუპატიურებულთა 80%, 10-დან 18 წლამდე ასაკის
არასრულწლოვანი იყო). გარდა ამისა ბავშვებისათვის ინტერნეტში ხელმისაწვდომია არასასურველი,
ასაკისათვის შეუფერებელი შინაარსის მასალა, რაც ზიანს აყენებს მის ფსიქიკას. ხშირია
მასალა რომელიც ეხება სექსუალურ ან პორნოგრაფიულ ხასიათს, ძალადობის შემცველ ვიდეოებს,
ფოტოებს, რასისტულ, დისკრიმინაციულ გამონათქვამებს. არსებობს ვებ-გვერდები, რომლებიც
აქეზებს საშიშ ქცევას, როგორიცაა საკუთრი სხეულის დაზიანება, თვითმკვლელობა ან ანორექსია.
არ შეიძლება ცალსახად განვიხილოთ, რომ ინტერნეტს
და საერთოდ ციფრულ სამყაროს მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. დღეს თანამედროვე მსოფლიო
მუშაობს იმ საკითხებზე, რითიც შეიძლება საფრთხის თავიდან აცილება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში,
არასრულწლოვანთა ოჯახებში, ინტერნეტ მომწოდებელი კომპანიები, მშობლების მოთხოვნით აყენებენ
ფილტრს, რომელიც ყველა შესაძლო საზიანო ონლაინ რესურსს ბლოკავს. ასევე დაცულია მობილურ
ტელეფონებიც. სიმ ბარათი ფორმდება ბავშვზე
და ნებისმიერი ტელეფონი, სადაც ეს სიმი ჩაირთვება ვერ მიიღებს წვდომას ბავშვისათვის
საფრთხის შემცველ რესურსებზე, ვიდრე არ გახდება სრულწლოვანი. ინტერნეტრესურსების სიას
დიდ ბრიტანეთში სპეციალური კომისია ადგენს.
საქართველოს რეალობაში ინტერნეტ საფრთხისაგან
დაცვა ჯერჯერობით მხოლოდ სკოლებში არსებული ინტერნეტ ფილტრითაა შესაძლებელი, ხოლო სხვა
მხრივ იდეის დონეზეა მხოლოდ. ბავშვებს რომლებსაც ინტერნეტთან აქვთ წვდომა, სრულიად
დაუცველნი არიან გლობალურ ქსელში. ამ პრობლემის მოსაგავრებლად მუშაობს სახელმწიფო.
მზადდება შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც დაავალდებულებს პროვაიდერ კომპანიებს, რომ
კონტენტი ასეთი ტიპის ინფორმაციისაგან გაწმინდოს.
ციფრული ეპოქის სამყაროში ნებისმიერი ადამიანის
უფლებაა სარგებლობდეს ინტერნეტით და ამასთანევე იყოს დაცული. რიგი ქვეყნების სკოლებში
ისწავლება ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების და კიბერბულინგისაგან თვის დაცვის წესები.
მსოფლიო განათლების სისტემა და ქართული საგანმანათლებლო სივრცე ყველანაირად ცდილობს
მეტი უსაფრთხო ზომების მიღებას. მაგალითად, ყველა კომპიუტერი, რომელიც გამოიყენება
სასკოლო სივრცეში აღჭურვილია ისეთი პროგრამით, რომელიც ინტერნეტის შიგთვსს ფილტრავს.
თუმცა პირადი სმარტფონებით ბავშვები მაინც ახერხებენ ღია ინტერნეტით სარგებლობას.
თანამედროვე ბავშვების და თინეიჯერებისათვის
სოციალური მედია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათი უმრავლესობა დარეგისტრირებულა
და სარგებლობს სხვადასხვა სოციალური ქსელით. სოციალური ქსელის მომხმარებელთ რიცხვი
კი ყოველდღე მატულობს და იმის ალბათობა, რომ შემცირდება თითქმის არ არსებობს.
სოციალურ მედიას უამრავი სასარგებლო თვისება
გააჩნია, მაგრამ ასევე ქმნის პოტენციურ საფრთხეებს. თითქმის ყველა მშობელი ცდილობს
მისგან დაიცვას შვილი. თუმცა ყოველთვის ვერ იღებენ საუკეთესო გამოსავალს. ამიტომ აუცილებელია
ვისწავლოთ სოციალური მედიის ჭკვიანურად გამოყენება.
პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ სოციალური მედიის
სიკეთეების, მავნე მხარეებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება. ამის შემდეგ შეიძლება
ვისაუბროთ პრობლემის მოგვარების გზებზე. სოციალური მედია შეიძლება:
Ø
დაეხმაროს
ბავშვს კომუნიკაციაში;
Ø
შემოქმედებითი
უნარების განვითარებაში;
Ø
ინტერესების
სფეროში სასურველი ინფორმაციის მოძიებაში და სხვა.
სოციალური მედიის ძირითდი უარყოფითი მხარე ისაა,
რომ ის ნებაყოფლობითი ნიადაგია კიბერბულინგისათვის. ძალიან ბევრი მოზარდი საჯაროდ წერს
პერსონალურ მონაცემებს. ეს კი კრიმინალებისათვის და მოძალადეებისათვის ადვილად ხელმისაწვდომია
და შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. გარდა კიბერბულინგისა
და ონლაინ კრიმინალისა, პრობლემას წაროადგენს ის ფაქტი, რომ მოზარდი შეიძლება რეალურად
შეხვდეს პირს, რომელიც მოძალადე ან კრიმინალია.
არსებობს აპლიკაციები რომლებიც ავტომატურად გვიჩვენებს მომხმარებლის ადგილსამყოფელს.
სპეციალისტების მტკიცებით სოციალურ მედიაში დიდი დროის გატარებამ შეიძლება დეპრესია
გამოიწვიოს. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? თანაც მოიქცეს ისე, რომ არ დაკარგოს
შვილის ნდობა მეტისმეტი ყურადღებით და ასევე მოახდინოს შესაძლო, მოსალოდნელი საფრთხის
პრევენცია. პირველ რიგში ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობელი პატივს სცემს მის პირად
სივრცეს, მაგრამ სურს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მაგალითისათვის შეიძლება მშობელმა
შემდეგი ფრაზებით მიმართოს შვილს:
Ø
იყავი
ზრდილობიანი გთხოვ. უხამსი ქმედება მიუღებელია ვირტუალურ სამყაროში, ისე როგორც რეალურში.
Ø
კარგად
დაფიქრდი სანამ ტექსტს ან ფოტოს გამოაქვეყნებ.
Ø
შენს
ქმედებაზე რას იტყვის შენი მეგობარი?(ან ნებისმიერი ვინც ავტორიტეტია ბავშვისათვის)
Ø
გთხოვ
არ დაგავიწყდეს კონფიდენციალურობის დაცვის
წესები.
Ø
შეიკავე
თავი უცნობებთან მეგობრობაში. რეალურ ცხოვრებაში უფრო სანდოა მეგობრობა.
შეპარვით შეიძლება შევუთნხმდეთ ბავშვს, რომ ის არასოდეს
გამოიყენებს ტექნოლოგიას იმისათვის რომ ვინმეს ზიანი, ტკივილი მიაყენოს. ან დამამცირებელი,
არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს. ზოგადად ჩვენ ადამიანები ერთმანეთს მაგალითს ვაძლევთ
და შესაძლებელია ეს ვირტუალურ გარემოში ურთიერთობებითაც გავაკეთოთ.
ადამიანები
რომლებიც ბავშვთა სხვადასხვა ფონდებს, ორგანიზაციებს წარმოადგენენ აცხადებენ, რომ სახელმწიფომ
და პირველ რიგში ოჯახებმა, უნდა იზრუნონ ბავშვებში ინტერნეტწიგნიერების გაზრდაზე. პატარა
ასაკიდან უნდა მოხდეს მოზარდთ ციფრული ცოდნისა და უნარების ინტეგრირებაზე. ყველა ბავშვმა
უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი ინტერნეტ საფრთხეებისაგან. არასრულწლოვანის მიერ ინტერნეტში
გატარებული დრო უნდა იყოს არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა. თუმცა დროს იმდენად
არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამდენიც იმას, თუ რას უყურებენ და რას აკეთებენ ბავშვები
ონლაინ.
XXI-ე საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის დრო, როცა ჩვენი ცხოვრება უშუალო კავშირშია ციფრულ ტექნოლოგიასთან, სოციალურ ქსელებთან.
თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომი, უდიდესი მიღწევაა. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმე გააკეთოს უფრო სწრაფად და მარტივად, უფრო დახვეწილი გახადოს მისი შემოქმედებითობა და მუდმივად სიახლეების ძიებაში იყოს ჩართული.
მხოლოდ საჭიროა ვისწავლოთ მისი უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება.
გამოყენებული ლიტერატურა:
No comments:
Post a Comment