ციფრული სამყარო და თანამედროვე მოზარდი
მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია
სახელი: მარიამ
გვარი: სხილაძე
რაიონი:
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
სკოლა:
სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო
კლასი:
მე-11 (მეთერთმეტე)
სექცია: ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
დასახელება: ციფრული სამყარო და თანამედროვე მოზარდი
პირადი
ნომერი: 18001063701
თემის
ხელმძღვანელი: ციალა გაბუნია
გეგმა:
1.
შესავალი
2.
თემა
3.
სქოლიო
4.
გამოყენებული
ლიტერატურა
შესავალი
ჩემი თემა
შეეხება საკმაოდ აქტუალურ საკითხს. დღეს ხშირად მესმის ირგვლივ მყოფი ადამიანებისაგან,
რომ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად დიდი ადგილი უკავია ციფრულ ტექნოლოგიებს. ზოგიერთი
მოზარდი იმდენად არის დამოკიდებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რომ იწვევს შეშფოთებას,
რადან ადვილი შესაძლებელია ეს გადავიდეს პათოლოგიაში. არსებობენ უფროსი ადამიანები,
რომლებიც თავად პროვოცირებენ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მშობლის და შვილის გაუცხოებით,
მშობლის მხრიდან უგულვებელყოფით, ინფორმაციის არ ქონით ან თავისუფალი დროის მენეჯმენტის
ვერ განაწილებით. მაგალითად იმის გამო, რომ პატარამ არ იტიროს, თავი გაირთოს, მშობლები
გამოსავალს ტელეფონის ან აიპედის მიცემით აგვარებენ პრობლემას. ერთობა პატარა, კმაყოფილი
და თავისუფალია მშობელი. ერთი შეხედვით ეს არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თუმცა
უნდა გვახსოვდეს მთავარი, ეს დამოკიდებულს ხდის ბავშვს ტექნიკაზე, ეს მისი ყოველდღიურობის
განუყოფელი ნაწილი ხდება, იზრდება ჯანმრთელობის პრობლემების რისკი, როგორც ფიზიკური
ასევე ფსიქიკური. მიმაჩნია აღნიშნული თემა აქტუალური და ყურადსაღებია რათ ხელი შევუწყოთ
თანამედროვე მოზარდის სრულფასოვან განვითარებას.
ციფრული სამყარო და თანამედროვე მოზარდი
დღევანდელი სამყარო რადიკალური, სწრაფი ტრანსფორმაციისაკენ
მიისწრაფვის. ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტრონული ბაზარი.
გაჩნდა და დაიხვეწა ჩიპები, სოციალური ქსელები. ათასობით დარგი ჩაყლაპა ახალმა ტექნოლოგიებმა.
უამრავი სამუშაო გახდა მოძველებული, ნაწილი საერთოდ გაქრა, ნაწილი კი ტექნოლოგიებმა
ჩაანაცვლა. ე. წოდებული საინფორმაციო მაგისტრალი გავლენას ახდენს ცალკეულ პირებსა და
ორგანიზაციებზე. ინფორმაციული ტექნოლოგია ისევე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ინფორმაცია
ბიზნეს სამყაროში. ახალი ტექნოლოგია ინფორმაციის გამოყენების და გავრცელების საშუალებაა.
ამან კი თვის მხრივ გამოიწვია საინფორმაციო ტექნოლოგიების გაფართოვება სწრაფად განვითარებად
სფეროში. თანამედროვე ტექნოლოგიები საზოგადოებაზე დღითიდღე უფრო დიდ, ძლიერ სოციალურ
და ეკონომიკურ გავლენას ახდენს. გეომეტრიულად იზრდება ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე
და ძალა. მსოფლიო მოსახლეობის 95 % - ი ინტერნეტზეა დამოკიდებული. რეალური და ონლაინ
სამყარო შეერწყა ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ მოზარდები ამ დინამიკური ცვლილებების
ეპიცენტრში იმყოფებიან, ისე, რომ ვერც იაზრებენ ამას. კომპიუტერული ტექნიკა ხელს უწყობს
წარმატების მიღწევას, აადვილებს ცხოვრებას, ამცირებს სამუშაო დროს და ზრდის დასვენების
შესაძლებლობას. მეცნიერების აზრით, ინფორმაცია და კომპიუტერული ტექნოლოგიები ახალი
ეპოქის დასაწყისს ნიშნავს. რაღაც ეტაპზე ეს დისკომფორტსაც ქმნის, თუმცა ის ეკონომიკურად
მომგებიანია. ბრიტანელი მკვლევარ, მსახიობი, მთხრობელი და სცენარისტი ჯონ ნესბიტი წერდა:
„კომპიუტერული ტექნოლოგიები ინფორმაციული საუკუნისათვის იქცა იმად, რაც თავის დროზე
მექანიზაცია და სამრეწველო რევოლუცია“. დღევანდელი გადმოსახედიდან არ არსებობს გზა
იმისა, რომ შეწყდეს ტექნოლოგიური ევოლუცია. ვთანხმდებით იმაში, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების
განვითარება და გავრცელება შეუქცევადი პროცესია. გვესმის მისი დადებითი და უარყოფითი
მხარეები. აქ კი ჩნდება კითხვა: რას აკეთებენ უფროსები იმისათვის, რომ პროცესის თანამონაწილე
მოზარდები არ დაზარალდნენ, პირიქით სარგებელი მიიღონ ან მოუტანონ სამყაროს.
ბავშვი ციფრული ტექნიკის გამოყენებას უფრო მცირე
ასაკში იწყებს და მეტ დროს ატარებენ მასთან. ყოველდღიურად ისინი ბევრ საათს ატარებენ
ტელევიზორებთან, კომპიუტერებთან, მობილურსა და აიპადებთან. ეს დრო ბევრად მეტია ვიდრე
თანატოლებთან ან უფროსებთან გატარებული დრო, რაც თავისთავად გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე,
განვითარებაზე. ციფრული სამყარო მდიდარია ინფორმაციით. ამასთანავე დიდი რისკია მათი
თვითდინებით გამოყენება. ბავშვი ხდება ტექნიკაზე დამოკიდებული, მაღალია ალბათობა ძალადობის
შემცველი კონტენტის[1]
ნახვის, ან კიბერ ბულინგის[2]. ბევრი განვითარებული ქვეყანა ცდილობს ადეკვატური
განათლება მისცეს მშობლებს, მოსწავლეებს, უფროსებს. ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდი
განსხვავებულია სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის. ხშირად უფროსებს არ შეუძლიათ სასარგებლო
რჩევა მისცენ მოზარდებს, თუ როგორ გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები უსაფრთხოდ, მაშინ
როცა ბავშვი პირისპირ ეჩეხება ონლაინ საფრთხეებს.
როგორ შეიძლება მოვამზადოთ ჩვენი პატარები ციფრული
ეპოქისათვის? უდავოა, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია ციფრული ინტელექტით კარგად შეიარაღება.
აუცილებელია მათ დავეხმაროთ ისეთი უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებაში, როგორიცაა:
Ø ციფრული
ვინაობა - რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვს შეუძლია შექმნას და მართოს ონლაინ პიროვნება,
შეუქმნას რეპუტაცია, დაიცვას მისი უფლებები.
Ø ციფრული
ტექნიკის გამოყენების უნარი - როდესაც შეუძლია დაიცვას ბალანსი ინტერნეტ სამყაროში
ცხოვრებას და რეალურ ცხოვრებას შორის.
Ø ციფრული
უსაფრთხოება - ონლაინ რისკების მართვის უნარი. ეს უნარი ხელს უწყობს მოზარდს გაუმკლავდეს
კიბერ ბულინგს. თავი აარიდოს ძალადობის ამსახველ კადრებს.
Ø ციფრული
დაცვა - ეს არის უნარი იმისა, რომ ბავშვმა შეძლოს წინასწარ შეგრძნება კიბერ საფრთხეებისა. მაგალითად
ჰაკინგი[3], სპამი[4], ვირუსი[5]. ადამიანმა
უნდა იცოდეს თავდაცვის პროგრამების შესახებ.
Ø ციფრული
ემოციური ინტელექტი - ეს არის უნარი იმისა , რომ ადამიანს შეუძლია
ონლაინ მეგობრებთნ მშვიდი, ჯანსაღი ურთიერთობები.
Ø ციფრული
კომუნიკაცია - თანამშრომლობის უნარი.
Ø ციფრული
წიგნიერება - უნარი იმისა, რომ იპოვონ შეაფასონ, გაანალიზონ, გაიაზრონ ან შექმნან კონტენტი.
Ø ციფრული
უფლებები - უნარი როდესაც ადამიანს შეუძლია გაიგოს და დაიცვას ინტერნეტის სხვა მომხმარებლის
პერსონალური უფლებები. სიტყვის თავისუფლება, სიძულვილის ენის არ გამოყენება, სხვისი
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
თუკი
ჩვენ ვიზრუნებთ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარება - ხელშეწყობაზე, ჩვენი მომავალი
თაობა აბსოლუტურ მზაობაში იქნებიან ინტერნეტის, ციფრული ტექნიკის სწორად და უსაფრთხო
გამოყენებასთან.
თანამედროვე ტექნოლოგიები არის ახალი ვებ სამყარო
დიდ სამყაროში, სადაც მილიონობით ადამიანი ერთიანდება, ისინი თანამშრომლობენ, ურთიერთობენ
დროის, სივრცის და საზღვრების გარეშე.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ნათია ჭავჭნიძის ბლოგი - „კომპიუტერები“
2. ნინია მაჭრაშვილი - ჟურნალი მასწავლებელი - „რვა წესი,
რომელიც პატარებს ციფრული ტექნიკის სწორად გამოყენებისათვის უნდა ვასწავლოთ“
3. https://www.google.ge/search?q=%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D&rlz=1C1GCEA_enGE787GE787&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiKip3NyYXfAhXLp4sKHXdrCmEQ_AUIDigB&biw=1280&bih=913#imgrc=_
[1] კონტენტი
- სერვისის ან საინფორმაციო კომპლექსის, ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შიგთავსი.
[2] კიბერ
ბულინგი - ძალადობა ონლაინ სამყაროში.
[3] ჰაკერები ეწოდება კომპიუტერული პროგრამისტების განსაკუთრებულ ჯგუფს. ჰაკერი აუცილებლად, სულ ცოტა, 2 პროგრამირების ენას უნდა ფლობდეს, ერკვეოდეს ქსელში და იყენებდეს ძლიერ ოპერაციულ სისტემებს არსებობს მოსაზრება რომ ჰაკერი „ყველაფრის მცოდნეს“ ნიშნავს. მათ საქმიანობას ჰაკინგი ქვია.
No comments:
Post a Comment