გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა: „ბულინგი“
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა ისწავლონ რა არის ბულინგი და როგორი სახეობის
შეიძლება იყოს ის.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზაციის ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
(წთ.)
|
1
|
მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მოსწავლეებს
აცნობს გაკვეთილის თემას და კითხვებით მიმართავს კლასს. ცდილობს დაადგინოს რა იციან
მოსწავლეებმა ბულინგის შესახებ. მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ ახდენს ბულინგის განმარტებას.
|
გონებრივი იერიში
მინი ლექცია
|
ინდივიდუალური მთელი კლასი
|
|
5 წთ
|
2
|
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეო კოლაჟს სადაც ასახულია ბულინგი,
მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ როგორი სახეობის შეიძლება იყოს ბულინგი და ფლიპჩარტზე
ავსებს ასოციაციურ რუკას.
ავსებს წარმოდგენილ ინფორმაციას და დამატებით განმარტებებს აწვდის მოსწავლეებს.
|
დემონსტრირებით სწავლება
|
ინდივიდუალური
მთელი კლასი
|
კომპიუტერი
პროექტორი
ფლიპჩარტი
მარკერი
წებოვანი ლენტი
|
20 წთ
|
3
|
მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს აძლევს საკითხავ მასალას
და აძლევს ინსტრუქციას:
დავალება:
I ჯგუფი
გვ. 11; მოძალადე - ბულერი;
II ჯგუფი
გვ.12 მსხვერპლი;
წარმოადგინეთ პრეზენტაცია.
ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფური
|
საკითხავი მასალა
ფლიპჩარტი
მარკერი
წებოვანი ლენტი
|
10 წთ
|
4
|
მასწავლებელი წინასწარ თაბახის ფურცელზე დახატულ გულს უჩვენებს მოსწავლეებს
და სთხოვს მათ ყველამ მოიფიქროს ერთი მაბულინგებელი სიტყვა და დააწერონ ფურცელზე
გულ დახატულ ფურცელზე, ყოველ დაწერილს სიტყვაზე ფურცელს კეცავს მთელ სიგრძეზე, ისე
რომ არ ჩანს წინ დაწერილი სიტყვა. როდესაც ყველა მოსწავლე დაწერს, შემდეგ შლის ფურცელს
და მოსწავლეებს აჩვენებს დაკეცილ ფურცელს
და სთხოვს გამოთქვან თავიანთი ასოციაციები
დაკუჭული გულის დანახვისას. მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს და ახდენენ
თემის შეჯამებას.
|
დემონსტრირებით სწავლება
|
ინდივიდუალური
|
თაბახის ფურცელი
მარკერი
|
9 წთ
|
|
|
|
|
|
|
5
|
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ელექტრონული ვებგვერდის მისამართებს
და აძლევს დავალებას:
ინტერნეტის მეშვეობით მისამართზე -
http://youtube.com/watch?v=7UeURLI_j-k
- უყურეთ ანიმაციურ ფილმს „ოჯახში ძალადობა“ და მომდევნო შეხვედრაზე გადმოეცით რა
ემოცია დაგეუფლათ ნანახის შემდეგ.
|
|
|
თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი ელექტრონული მისამართები.
|
1 წთ
|
|
|
|
|
|
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეებმა იციან რა არის ბულინგი და შეუძლიათ დაახასიათონ
მისი სახეობი.
შეფასება: განმავითარებელი
ხელმოწერა: /ციალა გაბუნია/
თარიღი: 10/10/2018 წ
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
მონაწილეობა/კოოპერაცია
|
მცირე ინტერესი აქვს თემის მიმართ.
არ ერთვება აქტივობებში.
|
ზოგჯერ ნაკლებ ინტერესს იჩენს თემის მიმართ. დამოუკიდებლად არ ერთვება
აქტივობებში.
|
აქვს მაღალი ინტერესი, ყოველთვის გამოხატავს თავის მოსაზრებას. პროდუქტიულია
ყველა აქტივობაში.
|
|
|
|
|
No comments:
Post a Comment