Thursday, July 16, 2020

ბავშვები ციფრულ სამყაროში


ბავშვები ციფრულ სამყაროში
        თანამედროვე მსოფლიოში ციფრული სამყარო უფრო და უფრო მყარად იდგამს ფესვებს. იცვლება თაობები და იმატებს მილენიალებისა  და X თაობის ციფრული სამყაროს გამოყენების მატების პროცესი. ციფრული ტექნიკა, სმარტფონები, კომპიუტერები და ტაბლეტები კი მედიის მოხმარების მთვარ მედიატორებად იქცნენ. კვლევებმა ცხადყო, რომ ციფრული სამყაროს მომავალი მომდევნო დიდი მოვლენა იქნება ჩვენს პლანეტაზე. და მაინც საით მიექანება ციფრული სამყარო? ფაქტი ერთია, რომ ციფრული მედიის მოხმარება მნიშვნელოვნად მზარდია, მედიის სხვა წყაროებთნ შედარებით; იზრდება ციფრული რეკლამირება; არსებობს არაერთი სოციალური ქსელი, Google - ი და სხვა; წარსულს ჩაბარდა ტელევიზიის დიდება, თუმცა ის აქტუალური იქნება მუდამ. მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მომდევნო დიდი მოვლენა იქნება უფრო დიდი რამ, ვიდრე ჭკვიანი სათვალე ან საათია.
        სხვადასხვა ანგარიშების გაცნობით ვგებულობთ, რომ მსოფლიოში ყოველი მესამე ინტერნეტმომხმარებელი ბავშვია და მას ციფრულ სამყაროში არსებული საფრთხეებისაგან ვერავის დაიცავს. ადამიანის ცხოვრება ძალზედ შეცვალა ციფრულმა ტექნოლოგიამ, განსაკუთრებით კი მოზარდის. ხშირად მიფიქრია, მასზე თუ რას გვიმზადებს მომავალი ამ მიმართულებით. ცნობილია, რომ 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები ყველაზე მეტად სარგებლობენ ინტერნეტით. ამ ასაკობრივი ჯგუფის 71% თუ ინტერნეტმომხმარებელია, ეს მთელი მსოფლიოს ახალგაზრდების 48%-ია. აქვე ავღნიშნავ, რომ მსოფლიო ახალგაზრდების 29%- ს დაახლოებით 346 მილიონ ახალგაზრდას ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე.
       კითხვაზე, ინტერნეტი ბავშვისათვის ცუდია? არ შეიძლება პასუხი ცალსახად გავცეთ. ვიმედოვნებ, რომ არა, პირიქით. აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინტერნეტთან წვდომა ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს, რადგან თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი სწავლის, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის შეუზღუდავი შესაძლებლობაა. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა დადგა და ეს შეუქცევადი პროცესია. სათნადოდ ფეხის აწყობა უჭირთ რიგ შემთხვევებში მშობლებს. სწორად და მიზანმიმართულად გამოყენებული ინტერნეტი მნიშვნელოვნად ცვლის იმ ბავშვების ცხოვრებას, რომლებიც იჩაგრებიან სიღარიბის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის, გეოგრაფიულად რთულად მისაწვდომ ადგილზე ცხოვრების თუ სხვათა გამო. ციფრულ ტექნოლოგიას კი შეუძლია მარტივად დააკავშიროს ეს ბავშვები დანარჩენ სამყაროს. ხშირად ინტერნეტი ერთადერთი საშუალებაა ბავშვისათვის ემიგრაციაში წასული მშობელთან/მშობლებთან კომუნიკაციის. ცალსახაა ინტერნეტის მოხმარების აუცილებლობა და სიკეთეები, თუმცა არსებობს საფრთხე, რომელიც ემუქრება გლობალურ ქსელში  ჩართულ ბავშვს. დღეს უამრავი მაგალითია იმისა თუ რა საფრთხე და ტრაგედია შეიძლება მოუტანოს ვიდეოთამაშებმა მოზარდებს. არაერთია კიბერბულინგის  მსხვერპლი და სხვა არაერთი საფრთხის ჩამოთვლაა შესაძლებელი. სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ  ინტერნეტში ბოროტმოქმედები ადვილად ახერხებენ ბავშვებთან ურთიერთობას, რადგან ანონიმურ პროფილებს ქმნიან. ბავშვი ცუდს არაფერს ფიქრობს და მარტივად იწყებს ურთიერთობას, ამიტომ ხშირია შემთხვევები როდესაც მათ აიძულებენ სექსუალურ ან სხვა სახიფათო ურთიერთობებს.  ასევე ხშირია ბავშვების რადიკალიზების მცდელობები, წაქეზება არაჯანსაღი, საშიშიქცევისაკენ. (დიდ ბრიტანეთში ერთი წლის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 13-დან 17 წლამდე ასაკის გოგონების მესამედი თანატოლებისაგან ინტერნეტით არასასურველ სექსუალურ შეტყობინებებს იღებენ, ხოლო ყოველი მეათე - გაუპატიურების მუქარას. ასევე მალაიზიის პოლიციის სტატისტიკით 2015 წელს ინტერნეტში გაცნობის შედეგად გაუპატიურებულთა 80%, 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი იყო). გარდა ამისა ბავშვებისათვის ინტერნეტში ხელმისაწვდომია არასასურველი, ასაკისათვის შეუფერებელი შინაარსის მასალა, რაც ზიანს აყენებს მის ფსიქიკას. ხშირია მასალა რომელიც ეხება სექსუალურ ან პორნოგრაფიულ ხასიათს, ძალადობის შემცველ ვიდეოებს, ფოტოებს, რასისტულ, დისკრიმინაციულ გამონათქვამებს. არსებობს ვებ-გვერდები, რომლებიც აქეზებს საშიშ ქცევას, როგორიცაა საკუთრი სხეულის დაზიანება, თვითმკვლელობა ან ანორექსია.
       არ შეიძლება ცალსახად განვიხილოთ, რომ ინტერნეტს და საერთოდ ციფრულ სამყაროს მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. დღეს თანამედროვე მსოფლიო მუშაობს იმ საკითხებზე, რითიც შეიძლება საფრთხის თავიდან აცილება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, არასრულწლოვანთა ოჯახებში, ინტერნეტ მომწოდებელი კომპანიები, მშობლების მოთხოვნით აყენებენ ფილტრს, რომელიც ყველა შესაძლო საზიანო ონლაინ რესურსს ბლოკავს. ასევე დაცულია მობილურ ტელეფონებიც.  სიმ ბარათი ფორმდება ბავშვზე და ნებისმიერი ტელეფონი, სადაც ეს სიმი ჩაირთვება ვერ მიიღებს წვდომას ბავშვისათვის საფრთხის შემცველ რესურსებზე, ვიდრე არ გახდება სრულწლოვანი. ინტერნეტრესურსების სიას დიდ ბრიტანეთში სპეციალური კომისია ადგენს.
        საქართველოს რეალობაში ინტერნეტ საფრთხისაგან დაცვა ჯერჯერობით მხოლოდ სკოლებში არსებული ინტერნეტ ფილტრითაა შესაძლებელი, ხოლო სხვა მხრივ იდეის დონეზეა მხოლოდ. ბავშვებს რომლებსაც ინტერნეტთან აქვთ წვდომა, სრულიად დაუცველნი არიან გლობალურ ქსელში. ამ პრობლემის მოსაგავრებლად მუშაობს სახელმწიფო. მზადდება შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც დაავალდებულებს პროვაიდერ კომპანიებს, რომ კონტენტი ასეთი ტიპის ინფორმაციისაგან გაწმინდოს.                                                                     
        ციფრული ეპოქის სამყაროში ნებისმიერი ადამიანის უფლებაა სარგებლობდეს ინტერნეტით და ამასთანევე იყოს დაცული. რიგი ქვეყნების სკოლებში ისწავლება ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების და კიბერბულინგისაგან თვის დაცვის წესები. მსოფლიო განათლების სისტემა და ქართული საგანმანათლებლო სივრცე ყველანაირად ცდილობს მეტი უსაფრთხო ზომების მიღებას. მაგალითად, ყველა კომპიუტერი, რომელიც გამოიყენება სასკოლო სივრცეში აღჭურვილია ისეთი პროგრამით, რომელიც ინტერნეტის შიგთვსს ფილტრავს. თუმცა პირადი სმარტფონებით ბავშვები მაინც ახერხებენ ღია ინტერნეტით სარგებლობას.
       თანამედროვე ბავშვების და თინეიჯერებისათვის სოციალური მედია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათი უმრავლესობა დარეგისტრირებულა და სარგებლობს სხვადასხვა სოციალური ქსელით. სოციალური ქსელის მომხმარებელთ რიცხვი კი ყოველდღე მატულობს და იმის ალბათობა, რომ შემცირდება თითქმის არ არსებობს.
       სოციალურ მედიას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, მაგრამ ასევე ქმნის პოტენციურ საფრთხეებს. თითქმის ყველა მშობელი ცდილობს მისგან დაიცვას შვილი. თუმცა ყოველთვის ვერ იღებენ საუკეთესო გამოსავალს. ამიტომ აუცილებელია ვისწავლოთ სოციალური მედიის ჭკვიანურად გამოყენება.
       პირველ რიგში უნდა მოვახდინოთ სოციალური მედიის სიკეთეების, მავნე მხარეებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება. ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ პრობლემის მოგვარების გზებზე. სოციალური მედია შეიძლება:
Ø  დაეხმაროს ბავშვს კომუნიკაციაში;
Ø  შემოქმედებითი უნარების განვითარებაში;
Ø  ინტერესების სფეროში სასურველი ინფორმაციის მოძიებაში და სხვა.
     სოციალური მედიის ძირითდი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ის ნებაყოფლობითი ნიადაგია კიბერბულინგისათვის. ძალიან ბევრი მოზარდი საჯაროდ წერს პერსონალურ მონაცემებს. ეს კი კრიმინალებისათვის და მოძალადეებისათვის ადვილად ხელმისაწვდომია და შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს.  გარდა კიბერბულინგისა და ონლაინ კრიმინალისა, პრობლემას წაროადგენს ის ფაქტი, რომ მოზარდი შეიძლება რეალურად შეხვდეს პირს, რომელიც მოძალადე ან კრიმინალია.  არსებობს აპლიკაციები რომლებიც ავტომატურად გვიჩვენებს მომხმარებლის ადგილსამყოფელს. სპეციალისტების მტკიცებით სოციალურ მედიაში დიდი დროის გატარებამ შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი? თანაც მოიქცეს ისე, რომ არ დაკარგოს შვილის ნდობა მეტისმეტი ყურადღებით და ასევე მოახდინოს შესაძლო, მოსალოდნელი საფრთხის პრევენცია. პირველ რიგში ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობელი პატივს სცემს მის პირად სივრცეს, მაგრამ სურს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მაგალითისათვის შეიძლება მშობელმა შემდეგი ფრაზებით მიმართოს შვილს:
Ø  იყავი ზრდილობიანი გთხოვ. უხამსი ქმედება მიუღებელია ვირტუალურ სამყაროში, ისე როგორც რეალურში.
Ø  კარგად დაფიქრდი სანამ ტექსტს ან ფოტოს გამოაქვეყნებ.
Ø  შენს ქმედებაზე რას იტყვის შენი მეგობარი?(ან ნებისმიერი ვინც ავტორიტეტია ბავშვისათვის)
Ø  გთხოვ არ დაგავიწყდეს კონფიდენციალურობის  დაცვის წესები.
Ø  შეიკავე თავი უცნობებთან მეგობრობაში. რეალურ ცხოვრებაში უფრო სანდოა მეგობრობა.
შეპარვით შეიძლება შევუთნხმდეთ ბავშვს, რომ ის არასოდეს გამოიყენებს ტექნოლოგიას იმისათვის რომ ვინმეს ზიანი, ტკივილი მიაყენოს. ან დამამცირებელი, არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს. ზოგადად ჩვენ ადამიანები ერთმანეთს მაგალითს ვაძლევთ და შესაძლებელია ეს ვირტუალურ გარემოში ურთიერთობებითაც გავაკეთოთ.
      ადამიანები რომლებიც ბავშვთა სხვადასხვა ფონდებს, ორგანიზაციებს წარმოადგენენ აცხადებენ, რომ სახელმწიფომ და პირველ რიგში ოჯახებმა, უნდა იზრუნონ ბავშვებში ინტერნეტწიგნიერების გაზრდაზე. პატარა ასაკიდან უნდა მოხდეს მოზარდთ ციფრული ცოდნისა და უნარების ინტეგრირებაზე. ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი ინტერნეტ საფრთხეებისაგან. არასრულწლოვანის მიერ ინტერნეტში გატარებული დრო უნდა იყოს არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა. თუმცა დროს იმდენად არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამდენიც იმას, თუ რას უყურებენ და რას აკეთებენ ბავშვები ონლაინ.
        XXI- საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის დრო, როცა ჩვენი ცხოვრება უშუალო კავშირშია ციფრულ ტექნოლოგიასთან, სოციალურ ქსელებთან.
თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომი, უდიდესი მიღწევაა. ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმე გააკეთოს უფრო სწრაფად და მარტივად, უფრო დახვეწილი გახადოს მისი შემოქმედებითობა და მუდმივად სიახლეების ძიებაში იყოს ჩართული. მხოლოდ საჭიროა ვისწავლოთ მისი უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება.
                                                                 


გამოყენებული ლიტერატურა:





5.       https://jam-news.net

6.      https://sapari.ge



Tuesday, July 14, 2020

პროფორიენტაციის შეხვედრები





პროფორიენტაციის შეხვედრები











თავისუფალი გაკვეთილები - ხელოვნება

















თავისუფალი გაკვეთილები














საკონფერენციო - 2019








ციფრული სამყარო და თანამედროვე მოზარდი














მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია
სახელი:  მარიამ
გვარი:   სხილაძე
რაიონი: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
სკოლა: სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო
კლასი: მე-11 (მეთერთმეტე)
სექცია:   ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
დასახელება:  ციფრული სამყარო და თანამედროვე მოზარდი
პირადი ნომერი: 18001063701
თემის ხელმძღვანელი: ციალა გაბუნია











    
                         
                               გეგმა:
1.  შესავალი
2.  თემა
3.  სქოლიო
4.  გამოყენებული ლიტერატურა























შესავალი

    ჩემი თემა შეეხება საკმაოდ აქტუალურ საკითხს. დღეს ხშირად მესმის ირგვლივ მყოფი ადამიანებისაგან, რომ მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად დიდი ადგილი უკავია ციფრულ ტექნოლოგიებს. ზოგიერთი მოზარდი იმდენად არის დამოკიდებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რომ იწვევს შეშფოთებას, რადან ადვილი შესაძლებელია ეს გადავიდეს პათოლოგიაში. არსებობენ უფროსი ადამიანები, რომლებიც თავად პროვოცირებენ. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მშობლის და შვილის გაუცხოებით, მშობლის მხრიდან უგულვებელყოფით, ინფორმაციის არ ქონით ან თავისუფალი დროის მენეჯმენტის ვერ განაწილებით. მაგალითად იმის გამო, რომ პატარამ არ იტიროს, თავი გაირთოს, მშობლები გამოსავალს ტელეფონის ან აიპედის მიცემით აგვარებენ პრობლემას. ერთობა პატარა, კმაყოფილი და თავისუფალია მშობელი. ერთი შეხედვით ეს არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თუმცა უნდა გვახსოვდეს მთავარი, ეს დამოკიდებულს ხდის ბავშვს ტექნიკაზე, ეს მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება, იზრდება ჯანმრთელობის პრობლემების რისკი, როგორც ფიზიკური ასევე ფსიქიკური. მიმაჩნია აღნიშნული თემა აქტუალური და ყურადსაღებია რათ ხელი შევუწყოთ თანამედროვე მოზარდის სრულფასოვან განვითარებას.










ციფრული სამყარო და თანამედროვე მოზარდი

     დღევანდელი სამყარო რადიკალური, სწრაფი ტრანსფორმაციისაკენ მიისწრაფვის. ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტრონული ბაზარი. გაჩნდა და დაიხვეწა ჩიპები, სოციალური ქსელები. ათასობით დარგი ჩაყლაპა ახალმა ტექნოლოგიებმა. უამრავი სამუშაო გახდა მოძველებული, ნაწილი საერთოდ გაქრა, ნაწილი კი ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა. ე. წოდებული საინფორმაციო მაგისტრალი გავლენას ახდენს ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებზე. ინფორმაციული ტექნოლოგია ისევე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ინფორმაცია ბიზნეს სამყაროში. ახალი ტექნოლოგია ინფორმაციის გამოყენების და გავრცელების საშუალებაა. ამან კი თვის მხრივ გამოიწვია საინფორმაციო ტექნოლოგიების გაფართოვება სწრაფად განვითარებად სფეროში. თანამედროვე ტექნოლოგიები საზოგადოებაზე დღითიდღე უფრო დიდ, ძლიერ სოციალურ და ეკონომიკურ გავლენას ახდენს. გეომეტრიულად იზრდება ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე და ძალა. მსოფლიო მოსახლეობის 95 % - ი ინტერნეტზეა დამოკიდებული. რეალური და ონლაინ სამყარო შეერწყა ერთმანეთს. საქმე იმაშია, რომ მოზარდები ამ დინამიკური ცვლილებების ეპიცენტრში იმყოფებიან, ისე, რომ ვერც იაზრებენ ამას. კომპიუტერული ტექნიკა ხელს უწყობს წარმატების მიღწევას, აადვილებს ცხოვრებას, ამცირებს სამუშაო დროს და ზრდის დასვენების შესაძლებლობას. მეცნიერების აზრით, ინფორმაცია და კომპიუტერული ტექნოლოგიები ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს. რაღაც ეტაპზე ეს დისკომფორტსაც ქმნის, თუმცა ის ეკონომიკურად მომგებიანია. ბრიტანელი მკვლევარ, მსახიობი, მთხრობელი და სცენარისტი ჯონ ნესბიტი წერდა: „კომპიუტერული ტექნოლოგიები ინფორმაციული საუკუნისათვის იქცა იმად, რაც თავის დროზე მექანიზაცია და სამრეწველო რევოლუცია“. დღევანდელი გადმოსახედიდან არ არსებობს გზა იმისა, რომ შეწყდეს ტექნოლოგიური ევოლუცია. ვთანხმდებით იმაში, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება და გავრცელება შეუქცევადი პროცესია. გვესმის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აქ კი ჩნდება კითხვა: რას აკეთებენ უფროსები იმისათვის, რომ პროცესის თანამონაწილე მოზარდები არ დაზარალდნენ, პირიქით სარგებელი მიიღონ ან მოუტანონ სამყაროს.

      ბავშვი ციფრული ტექნიკის გამოყენებას უფრო მცირე ასაკში იწყებს და მეტ დროს ატარებენ მასთან. ყოველდღიურად ისინი ბევრ საათს ატარებენ ტელევიზორებთან, კომპიუტერებთან, მობილურსა და აიპადებთან. ეს დრო ბევრად მეტია ვიდრე თანატოლებთან ან უფროსებთან გატარებული დრო, რაც თავისთავად გავლენას ახდენს მათ ჯანმრთელობაზე, განვითარებაზე. ციფრული სამყარო მდიდარია ინფორმაციით. ამასთანავე დიდი რისკია მათი თვითდინებით გამოყენება. ბავშვი ხდება ტექნიკაზე დამოკიდებული, მაღალია ალბათობა ძალადობის შემცველი კონტენტის[1] ნახვის, ან კიბერ ბულინგის[2].   ბევრი განვითარებული ქვეყანა ცდილობს ადეკვატური განათლება მისცეს მშობლებს, მოსწავლეებს, უფროსებს. ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდი განსხვავებულია სხვადასხვა ასაკის ადამიანებისათვის. ხშირად უფროსებს არ შეუძლიათ სასარგებლო რჩევა მისცენ მოზარდებს, თუ როგორ გამოიყენონ ციფრული ტექნოლოგიები უსაფრთხოდ, მაშინ როცა ბავშვი პირისპირ ეჩეხება ონლაინ საფრთხეებს.
      როგორ შეიძლება მოვამზადოთ ჩვენი პატარები ციფრული ეპოქისათვის? უდავოა, რომ მათთვის უმნიშვნელოვანესია ციფრული ინტელექტით კარგად შეიარაღება. აუცილებელია მათ დავეხმაროთ ისეთი უნარ - ჩვევების ჩამოყალიბებაში, როგორიცაა:
Ø  ციფრული ვინაობა - რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვს შეუძლია შექმნას და მართოს ონლაინ პიროვნება, შეუქმნას რეპუტაცია, დაიცვას მისი უფლებები.
Ø  ციფრული ტექნიკის გამოყენების უნარი - როდესაც შეუძლია დაიცვას ბალანსი ინტერნეტ სამყაროში ცხოვრებას და რეალურ ცხოვრებას შორის.
Ø  ციფრული უსაფრთხოება - ონლაინ რისკების მართვის უნარი. ეს უნარი ხელს უწყობს მოზარდს გაუმკლავდეს კიბერ ბულინგს. თავი აარიდოს ძალადობის ამსახველ კადრებს.
Ø  ციფრული დაცვა - ეს არის უნარი იმისა, რომ ბავშვმა შეძლოს წინასწარ შეგრძნება კიბერ საფრთხეებისა. მაგალითად ჰაკინგი[3], სპამი[4], ვირუსი[5]. ადამიანმა უნდა იცოდეს თავდაცვის პროგრამების შესახებ.
Ø  ციფრული ემოციური ინტელექტი - ეს არის უნარი იმისა , რომ ადამიანს შეუძლია ონლაინ მეგობრებთნ მშვიდი, ჯანსაღი ურთიერთობები.
Ø  ციფრული კომუნიკაცია - თანამშრომლობის უნარი.
Ø  ციფრული წიგნიერება - უნარი იმისა, რომ იპოვონ შეაფასონ, გაანალიზონ, გაიაზრონ ან შექმნან კონტენტი.
Ø  ციფრული უფლებები - უნარი როდესაც ადამიანს შეუძლია გაიგოს და დაიცვას ინტერნეტის სხვა მომხმარებლის პერსონალური უფლებები. სიტყვის თავისუფლება, სიძულვილის ენის არ გამოყენება, სხვისი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.
     თუკი ჩვენ ვიზრუნებთ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარება - ხელშეწყობაზე, ჩვენი მომავალი თაობა აბსოლუტურ მზაობაში იქნებიან ინტერნეტის, ციფრული ტექნიკის სწორად და უსაფრთხო გამოყენებასთან.
    
     თანამედროვე ტექნოლოგიები არის ახალი ვებ სამყარო დიდ სამყაროში, სადაც მილიონობით ადამიანი ერთიანდება, ისინი თანამშრომლობენ, ურთიერთობენ დროის, სივრცის და საზღვრების გარეშე.















გამოყენებული ლიტერატურა:

1.      ნათია ჭავჭნიძის ბლოგი - „კომპიუტერები“

2.      ნინია მაჭრაშვილი - ჟურნალი მასწავლებელი - „რვა წესი, რომელიც პატარებს ციფრული ტექნიკის სწორად გამოყენებისათვის უნდა ვასწავლოთ“


3.      https://www.google.ge/search?q=%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D&rlz=1C1GCEA_enGE787GE787&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiKip3NyYXfAhXLp4sKHXdrCmEQ_AUIDigB&biw=1280&bih=913#imgrc=_


[1] კონტენტი - სერვისის ან საინფორმაციო კომპლექსის, ინფორმაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შიგთავსი.
[2] კიბერ ბულინგი - ძალადობა ონლაინ სამყაროში.
[3] ჰაკერები ეწოდება კომპიუტერული პროგრამისტების განსაკუთრებულ ჯგუფს. ჰაკერი აუცილებლად, სულ ცოტა, 2 პროგრამირების ენას უნდა ფლობდეს, ერკვეოდეს ქსელში და იყენებდეს ძლიერ ოპერაციულ სისტემებს არსებობს მოსაზრება რომ ჰაკერიყველაფრის მცოდნესნიშნავს. მათ საქმიანობას ჰაკინგი ქვია.
[4] სპამი — ელექტრონული წერილის ტიპი, რომელიც იგზავნება პიროვნების ან კომპანიის მიერ, მიმღების დაუკითხავად და სურვილის გარეშე. მსგავსი წერილები უმეტესწილად სარეკლამო ხასიათისაა. პიროვნებას, რომელიც მსგავს წერილებს გზავნის ეწოდება სპამერი. მათი ძირითადი მიზანია თავიანთი პროდუქტის პოპულარიზაცია.
[5] ვირუსი - დაინფიცირებული კოდი