სოფლის დაკეტილი სახლები - ვინ შექმნის სოფლის ნობათს?
პროექტის მიზანი – მოსწავლეებს დავანახოთ ძლიერი სოფლის აუცილებლობა, სოფლის ხიბლი. რათა არ იმატოს შიდა მიგრაციამ.
პროექტის სრული აღწერა – ცხოვრობდე სოფელში ნიშნავს იყო აქტიური როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად, რათა არ ჩამორჩე ცხოვრების რიტმს. მოსწავლეებს გავუღრმავოთ სიყვარული მათი წინაპრებისა, შევაყვაროთ ტრადიციები, ადათ - წესები რომლებიც დამკვიდრებულია კონკრეტულ სოფელში. ასევე დავანახოთ იმ პროდუქტების უპირატესობა და აუცილებლობა რაც ნატურალურად შეიძლება სოფელში მივიღოთ. ვიკვებოთ ჯანსაღად, ვისუვთქოთ ჯანსაღი ჰაერი და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე. Aასევე დავანახოთ მოზარდ თაობას რა დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერ სოფელს ქალაქისათვის.
მოსწავლეების ასაკი – 10 – 15 წელი
პროექტის ხანგრძლივობა – 6 თვე
მოსალოდნელი შედეგები– პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები საფუძვლიანად შეისწავლიან თავიანთი სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას. Gგამოიკვლევენ ადათ-წესებს, სარიტუალო ჩვეულებებს, ტრადიციებს. მოიძიებენ ინფორმაციას მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, გასული წლებიდან ყოველ 5 წელზე (1980 – 2010). გააკეთებენ დიაგრამებს და მოახდენენ შედარებას ყოველ მომდევნო წელთან. მოიძიებენ მასალებს სოფლის ცნობილი ან საზოგადო მოღვაწე პიროვნებების შესახებ. შექმნიან ალბომს მათი ფოტოებით. აიღებენ ინტერვიუებს სოფლის უხუცესებიდან. გადაიღებენ სოფლის ღირშესანიშნავ ადგილებს და გააკეთებენ ელ.ალბომს, განათავსებენ ინტერნეტში. გამოუშვებენ კედლის გაზეთს “ჩემი ფესვები”. მოიძიებენ იმ პროდუქტების ჩამონათვალს რომლებიც კონკრეტულ სოფელში მოდის (ხილი, ბოსტნეული). გადაიღებენ ახლომდებარე ქალაქის აგრალური ბაზრის იმ დახლების სურათებს სადაც განთავსებულია სოფლის ნობათი. მოაწყობენ პრეზენტაციას თავიანთი სკოლელებისათვის. Dდახატავენ სოფელს წელიწადის დროების შესაბამისად. Mმოაწყობენ ამ ნახატების გამოფენას. დაამუშავებენ მცირე ნაკვეთს და დათესავენ სხვადასხვა მწვანილს, დარგავენ პომიდორს, კიტრს,გოგრას, ლობიოს, მარწყვს.Mმოსწავლეები დაინახავენ როგორ შეიძლება თავიანთი ხელით მოწეული პროდუქტებით თავის რჩენა და ოჯახის დახმარება.
Mმოსალოდნელი შედეგები – მოსწავლეებს გამოუმუშავდებათჯგუფური მუშაობის, კვლევა – ძიების, მოპოვებული ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავების, ინტერნეტში მუშაობის უნარ – ჩვევა; შრომის მოყვარეობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; ფოტო ალბომი, კედლის გაზეთი, სოფლის ღირშესანიშნაობების ამსახველი ალბომი, მიგრაციის დიგრამები, ნახატები, ის პროდუქტები რომლებიც მათ მიერ იქნება მოყვანილი; მოეწყობა პრეზენტაცია, შეიქმნება ბლოგი.
საჭირო რესურსები – კომპიუტერი, პროექტორი, ფოტო აპარატი, ბლოკნოტი ჩანაწერებისათვის, ფორმატის ფურცლები, რეზინის ხელთათმანები(6 ცალი), ბარი(2 ცალი), თოხი(2 ცალი). თესლები იმ მცენარეების რომლის მოყვანასაც ითვალისწინებს პროექტის ხელმძღვანელი.
სამუშაო ენა – ქართული
საგნებთან კავშირი – გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, ეკონომიკა, ი.ს.ტ.
პროექტის ხელმძღვანელი – ციალა გაბუნია
ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტა –cicogabunia@gmail.com
ბლოგი - –http://cicogabunia.blogspot.com/