Sunday, November 27, 2011

სოფლის დაკეტილი სახლები – ვინ შექმნის სოფლის ნობათს?




სოფლის დაკეტილი სახლები - ვინ შექმნის სოფლის ნობათს?
პროექტის მიზანი – მოსწავლეებს დავანახოთ ძლიერი სოფლის აუცილებლობა, სოფლის ხიბლი. რათა არ იმატოს შიდა მიგრაციამ.
პროექტის სრული აღწერაცხოვრობდე სოფელში ნიშნავს იყო აქტიური როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად, რათა არ ჩამორჩე ცხოვრების რიტმს. მოსწავლეებს გავუღრმავოთ სიყვარული მათი წინაპრებისა, შევაყვაროთ ტრადიციები, ადათ წესები რომლებიც დამკვიდრებულია კონკრეტულ სოფელში. ასევე  დავანახოთ იმ პროდუქტების უპირატესობა და აუცილებლობა რაც ნატურალურად შეიძლება სოფელში მივიღოთ. ვიკვებოთ ჯანსაღად, ვისუვთქოთ ჯანსაღი ჰაერი და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე. Aასევე დავანახოთ მოზარდ თაობას რა დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერ სოფელს ქალაქისათვის.
მოსწავლეების ასაკი – 10 – 15 წელი
პროექტის ხანგრძლივობა – 6 თვე
მოსალოდნელი შედეგებიპროექტზე მუშაობისას მოსწავლეები საფუძვლიანად შეისწავლიან თავიანთი სოფლის გეოგრაფიულ მდებარეობას. Gგამოიკვლევენ ადათ-წესებს, სარიტუალო ჩვეულებებს, ტრადიციებს. მოიძიებენ ინფორმაციას მოსახლეობის რაოდენობის შესახებ, გასული წლებიდან ყოველ 5 წელზე (1980 – 2010). გააკეთებენ დიაგრამებს და მოახდენენ შედარებას ყოველ მომდევნო წელთან. მოიძიებენ მასალებს სოფლის ცნობილი ან საზოგადო მოღვაწე პიროვნებების შესახებ. შექმნიან ალბომს მათი ფოტოებით. აიღებენ ინტერვიუებს სოფლის უხუცესებიდან. გადაიღებენ სოფლის ღირშესანიშნავ ადგილებს და გააკეთებენ ელ.ალბომს, განათავსებენ ინტერნეტში. გამოუშვებენ კედლის გაზეთსჩემი ფესვები”. მოიძიებენ იმ პროდუქტების ჩამონათვალს რომლებიც კონკრეტულ სოფელში მოდის (ხილიბოსტნეული). გადაიღებენ ახლომდებარე ქალაქის აგრალური ბაზრის იმ დახლების სურათებს სადაც განთავსებულია სოფლის ნობათი. მოაწყობენ პრეზენტაციას თავიანთი სკოლელებისათვის. Dდახატავენ სოფელს წელიწადის დროების შესაბამისად. Mმოაწყობენ ამ ნახატების გამოფენას. დაამუშავებენ მცირე ნაკვეთს და დათესავენ სხვადასხვა მწვანილს, დარგავენ პომიდორს, კიტრს,გოგრას, ლობიოს, მარწყვს.Mმოსწავლეები დაინახავენ როგორ შეიძლება თავიანთი ხელით მოწეული პროდუქტებით თავის რჩენა და ოჯახის დახმარება.
Mმოსალოდნელი შედეგებიმოსწავლეებს გამოუმუშავდებათჯგუფური მუშაობის, კვლევაძიების, მოპოვებული ინფორმაციის ელექტრონულად დამუშავების, ინტერნეტში მუშაობის უნარჩვევა; შრომის მოყვარეობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; ფოტო ალბომი, კედლის გაზეთი, სოფლის ღირშესანიშნაობების ამსახველი ალბომი, მიგრაციის დიგრამები, ნახატები, ის პროდუქტები რომლებიც მათ მიერ იქნება მოყვანილი; მოეწყობა პრეზენტაცია, შეიქმნება ბლოგი.
საჭირო რესურსებიკომპიუტერი, პროექტორი, ფოტო აპარატი, ბლოკნოტი ჩანაწერებისათვის, ფორმატის ფურცლები, რეზინის ხელთათმანები(6 ცალი), ბარი(2 ცალი), თოხი(2 ცალი). თესლები იმ მცენარეების რომლის მოყვანასაც ითვალისწინებს პროექტის ხელმძღვანელი.
სამუშაო ენაქართული
საგნებთან კავშირიგეოგრაფია, ისტორიახელოვნება, ეკონომიკა, ...
პროექტის ხელმძღვანელიციალა გაბუნია
ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტაcicogabunia@gmail.com
ბლოგი - http://cicogabunia.blogspot.com/